ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის სამეცნიერო ნაშრომის შერჩევის მიზნით თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე ცხადდება კონკურსი
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 201 6 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის სამეცნიერო ნაშრომის შერჩევის მიზნით თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე ცხადდება კონკურსი
თსუ-ის რექტორის 2015 წლის 07 დეკემბრის №: :218/01-01 ბრძანების შესაბამისად, 2016 წლის 23 აპრილს ტარდება ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ფორუმი .
აღნიშნულ ფორუმში აკადემიური პერსონალის მონაწილეობისათვის, თსუ-ის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის # 150/01–01 ბრძანებით დამტკიცებული „ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის“ თანახმად, გთხოვთ, თანდართული ფორმების მიხედვით წარმოადგინოთ 2013–2015 წლებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ასევე საკონკურსო მოხსენება.
წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, თსუ-ის რექტორის 2016 წლის 14 იანვრის # 03/01–01 ბრძანებით დამტკიცებული კომისია ფორუმში მონაწილეობისათვის შეარჩევს საუკეთესო მკვლევარს (ან მკვლევართა ჯგუფს).
მასალები კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს 2016 წლის 29 თებერვლისა (მისამართი: ჭიაურელის ქ. 2, III სართული, ოთახი #38).
მედიცინის ფაკულტეტის საბჭო
(2016 წლის 15 იანვრის #61 სხდომის გადაწყვეტილება)
« იხ. ყველა სიახლე