ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2016 წლის 11 მაისს გაიმართება. შესაბამისი ბრძანება თსუ რექტორმა გამოსცა.
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 22 აპრილს 10:00 საათზე დაიწყება და 2016 წლის 28 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება.
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებულ აკადემიური საბჭოს წევრებს უფლებამოსილება 2016 წლის 16 მაისიდან შეუწყდება.