2016-02-15
სტუდენტთა საყურადღებოდ! მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს შიდა მობილობას 10 ვაკანტურ ადგილზე მედიცინის სპეციალობაზე!
მედიცინის ფაკულტეტი 2016 წლის თებერვალში აცხადებს შიდა მობილობას მედიცინის სპეციალობაზე (10 ვაკანტური ადგილი), თსუ–ის რექტორის 25.01.2016 წლის N07/01-01 ბრძანების თანახმად:1.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 10 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით.
2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 12 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით.
3. შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 2016 წლის 18 თებერვალს.
4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 2016 წლის 19 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით.
5. საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების (ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) გაფორმება - განხორციელდება 2016 წლის 23-24 თებერვალი.
6. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 2016 წლის 26 თებერვალს.
იხილეთ ბმული:
/ge/juridical/orders/2ncG2yMccNQSqHiFO/…
მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
http://sms.tsu.ge/StudMobiloba/
დაუშვებელია ნაწილობრივი (30%, 50%, 70%) გრანტის გადატანა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული (100%) გრანტით. შესაბამისად, 2011 და 2012 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტებს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობის წესით გადმოსვლის შემთხვევაში არ გადმოყვებათ ნაწილობრივი გრანტი.
შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ მედიცინის ფაკულტეტის დეკანატს: ჭიაურელის ქ. 2, მე-3 სართული ოთახი 7, თამარ ლეკაშვილი, 2913125
« იხ. ყველა სიახლე