თსუ ფსიქოლოგიისა და განათელბის მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური იწყებს 2018 წლის გაზაფხულის სემესტრის ფსიქოლოგიის კოლოკვიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას
ზოგადი ინფორმაცია
ფსიქოლოგიის კოლოკვიუმი (Psychocoll) თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ყოველსემეტრული სამეცნიერო მოხსენებათა სერიაა, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური.
კოლოკვიუმის მიზანია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის გაცნობა/პოპულარიზება და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დოქტორანტურის სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა. ამასთანავე, კოლოკვიუმი ღია ფსიქოლოგიასა და მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე მკვლევრებისათვის, რომელთა კვლევითი ინტერესებიც ეხება ფსიქოლოგიის აქტუალურ სამეცნიერო პრობლემატიკას.
ფსიქოლოგიის კოლოკვიუმზე დასწრება თავისუფალია. კოლოკვიუმის ფორმატი ითვალისწინებს სამეცნიერო დისკუსიას.
მოთხოვნები
- დოქტორანტი ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა
აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა:
01.04.2018 / 23:00 საათი
ელ-ფოსტა: dimitri.chubinidze@tsu.ge (გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითეთ: Psychocoll_2018_მომხსენებლის გვარი)
#TSUPSA #psychocoll