თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა კონკურსი საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის
#126/01-01 (29.07.2015) ბრძანების შესაბამისად, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 2016-17 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის წარადგენს 5 დოქტორანტს.
კანდიდატებს შეარჩევს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შექმნილი
კომისია.
საუნივერსიტეტო დაფინანსება არ გაიცემა:
- პირველსემესტრელ დოქტორანტებზე
- დამატებითი სემესტრის დოქტორანტებზე
- დოქტორანტებზე, რომელთაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური
- დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებულ დოქტორანტზე
კონკურსში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა დოქტორანტებმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება დეკანის სახელზე (იხ. დანართი 2)
- გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები, პუბლიკაციები, წიგნები, მონოგრაფიები და ა.შ (ქართულ ან უცხოურ ენაზე) ამონაბეჭდი შემდეგი ფორმით: ჟურნალის თავფურცელი, სარჩევი,სტატია;
- საკონფერენციო თეზისები (ინდექსირებული ტომსონ როიტერის, Web of Science-ის, Scopus-ის ან Google Scholar-ის მიერ).
- ავტობიოგრაფია(CV);
- სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.
საბუთების წარდგენის ვადები:
27.10.2016 – 8.11.2016 [10:00 – 17:00 საათი]