ბეჭდვა |/ დახურვა |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2017 წლის 27 ნოემბერს ჩატარდა საჯარო გასვლითი ლექცია ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში.
საჯარო ლექციის თემა - ,,ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ,,ივანე ჯავახიშვილი და მუზეუმის საქმიანობა. ლექციას უძღვებოდნენ ხოვლის მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი, ქალბატონი ანა ბაისონაშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ქალბატონი ქეთევან ჭკუასელი. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი დიდ მადლობას უხდის ხოვლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ მარინე კოშაძეს და თანამშრომლებს მასპინძლობისა და თანამშრომლობისათვის.