თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად
კონკურსის მიზანი: თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება
კონკურსის სამიზნე ჯგუფი: თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის II, III, IV, V და VI სემესტრის დოქტორანტები.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
- პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები
- დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები
- დოქტორანტები, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური
- დოქტორანტები, რომლებსაც სწავლის საფასური უფინანსდებათ საგრანტო პროექტის ფარგლებში
- დოქტორანტები, რომელთა სწავლის საფასურს აფინანსებს რომელიმე ორგანიზაცია ან ფონდი
სავალდებულო დოკუმენტაცია:
დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი 2)
- ავტობიოგრაფია (CV)
- სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (შევსებული დანართი 1 –ში მოცემული ცხრილი) და აქტივობათა დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თსუ ფსიქოლოგიის კოლოკვიუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის დასადასტურებლად ცნობის წარმოდგენა არ არის სავალდებულო.
- სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით
დოქტორანტმა ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე (dimitri.chubinidze@tsu.ge მეილის სათაურის ველში და დოკუმენტის დასახელებაში მიუთითეთ: PhD_2018_გვარი_სახელი) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტი:
- სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (შევსებული დანართი 1 –ში მოცემული ცხრილი). გთხოვთ, ცხრილში მოცემულ აქტივობათა ჩამონათვალიდან წითლად შეაფერადოთ ის, რომელიც თქვენს მიერ განხორციელებული აქტივობის რელევანტურია. ინდექსირებული წყაროების შემთხვევაში აქტივობის დასახელების პუნქტში ჩასვით დამადასტურებელი ლინკი).
საბუთების წარდგენის ვადები: 12.04.2018. – 19.04.2018. 10:00 – 17:00 საათი.
თსუ–ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარია, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N11 (თსუ–ს III კორპუსი), I სართული, ოთახი N115