2017-12-07
სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების დოკუმენტების წარმოდგენის ვადები:
დოკუმენტები მიიღება 2017 წლის 8 დეკემბრიდან 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, 10:00 - 17:00 საათამდე, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
მისამართი: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №11 (თსუ მე- 3 კორპუსი, ოთახი № 107 ). აპელაციის ვადები: 2017 წლის 13 დეკემბერი 12:00-17:00 საათმადე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის ფორმაში არსებული დოკუმენტები.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა :
• განცხადება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (განაცხადის ფორმა);
•პირადობის მოწმობის ასლი;
• სამეცნიერო, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში, წინა სემესტრის პერიოდში, იგულისხმება ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაწყებიდან, მომდევნო სემესტრის დაწყებამდე პერიოდი);
•გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ასლი, (ასეთის არსებობის შემთხვევაში, წინა სემესტრის პერიოდში, იგულისხმება ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაწყებიდან, მომდევნო სემესტრის დაწყებამდე პერიოდი);
•,,საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი;
« იხ. ყველა სიახლე