თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად
კონკურსის მიზანი: თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება
კონკურსის სამიზნე ჯგუფი: თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის II, III, IV, V და VI სემესტრის დოქტორანტები.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
- პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები
- დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები
- დოქტორანტები, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური
- დოქტორანტები, რომლებსაც სწავლის საფასური უფინანსდებათ საგრანტო პროექტის ფარგლებში
- დოქტორანტები, რომელთა სწავლის საფასურს აფინანსებს რომელიმე ორგანიზაცია ან ფონდი
სავალდებულო დოკუმენტაცია: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი 2)
- ავტობიოგრაფია (CV)
- სამეცნიერო
პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის
ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (შევსებული დანართი 1
–ში მოცემული ცხრილი) და აქტივობათა დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით
საბუთების წარდგენის ვადები : 23.10.2017 – 30.10.2017. 10:00 – 17:00 საათი.
თსუ–ფსიქოლოგიისა
და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარია, თბილისი, ი.
ჭავჭავაძის გამზირი N11 (თსუ–ს III კორპუსი), I სართული, ოთახი N115
დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის #126/01-01 (29.07.2015) ბრძანება
დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესი
დანართი 1
დანართი 2