ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-05-17

კომპიუტერული მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი თემაზე:"პროგრამების ვერიფიკაცია Model checking–ის გამოყენებით"


2012 წლის 17 მაისს, ხუთშაბათს, 11.00 საათზე, თსუ XI კორპუსის აუდიტორია #204–ში
გაიმართება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  კომპიუტერულ მეცნიერებათა  დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი  თემაზე:

"პროგრამების ვერიფიკაცია Model checking–ის გამოყენებით
"

მომხსენებელი:  ასოც. პროფესორმა ნათელა არჩვაძემ

მოკლე ანოტაცია
Model checking -ის მეთოდოლოგია წარმოადგენს ვერიფიკაციის ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ფართოდ გამოყენებულ მიდგომას, რომლის საშუალებითაც შესაძლოა გადაიჭრას  პროგრამების ავტომატური გამართვისა და სისწორის პრობლემები. მოხსენებაში განიხილება Model checking მეთოდოლოგიის გამოყენების შესაძლებლობები ფუნქციონალური პროგრამების ვერიფიკაციისთვის, კერძოდ Lisp, Haskell და F# პროგრამებისთვის.

Print

« იხ. ყველა სიახლე