2017-12-06

77-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია, მათემატიკის მიმართულებით.

2 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა 77-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია, მათემატიკის მიმართულებით. სტუდენტებმა წარადგინეს სამეცნიერო ნაშრომები.

კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები:

1 ადგილი- გიორგი ცაგარეიშვილი,
 მოხსენება: "ფურიეს ზოგადი კოეფიციენტები Lipα კლასის ფუნქციებისთვის".
2 ადგილი- სერგი ჯაფარიძე,
მოხსენება:"ერთი არაწრფივი ინტეგრალური განტოლების მიახლოებითი ამოხსნის შესახებ".
3 ადგილი- ანი ჯოჯუა,
მოხსენება:"ნულოვანი ცოდნით მტკიცების პრინციპი NP სრული ამოცანის მაგალითზე".

გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო პირველი ადგილის მფლობელი სტუდენტის ნაშრომი დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალში, რომლის ელექტრონული ვერსია გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე