2012 წლის 31 მაისს, ხუთშაბათს, 15.00, თსუ XI კორპუსის, #
421 აუდიტორიაში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მეთემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა თემაზე:
"რიცხვითი ალგორითმები ზოგიერთი არაწრფივი ინტეგრო–დიფერენციალური განტოლებებისათვის".
მომხსენებელი: ჯემალ ფერაძე
(ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)
მოხსენების რეზიუმე:
განხილულია სასაზღვრო და საწყის–სასაზღვრო ამოცანები კირჰოფის და ტიმოშენკოს თეორიებზე აგებული არაწრფივი განტოლებებისა და განტოლებათა სისტემებისათვის, რომლებიც აღწერენ სიმების, ძელებისა და ფირფიტების სტატიკურ და დინამიურ მდგომარეობებს. შესწავლილია ამოხსნადობის საკითხები, შემუშავებულია მიახლოებითი მეთოდები და დადგენილია მათი სიზუსტე.