2018-05-17
"აზიის სამეცნიერო ბანაკი 2018"
2018 წლის 3-9 აგვისტოს ინდონეზიაში გაიმართება „აზიის სამეცნიერო ბანაკი 2018“, სადაც ლექციებს წაიკითხავენ ნობელის პრემიის ლაურეატები და ცნობილი მეცნიერები .
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკის და ქიმიისა საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს
კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:
- მაღალი აკადემიური მოსწრება;
- საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების მეორე წელი;
- ასაკი - არაუმეტეს 21 წელი (2018 წლის 9 აგვისტოსთვის)
- ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია, წერა, კითხვა).
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- CV (ინგლისურ ენაზე);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ სემესტრის და საბაკალავრო პროგრამის მითითებით;
- ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;
- პირადობის მოწმობის ასლი.
საბუთების წარდგენა: თსუ II კორპუსი, ოთახი # 108 , 2018 წლის 17 მაისიდან 2018 წლის 21 მაისის 17 საათამდე.
გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 21 მაისს 18 საათზე, თსუ II კორპუსი, ოთახი # 108.
« იხ. ყველა სიახლე