2017-11-09

სემინარი ზოგად ანალიზში, დიფერენციალურ განტოლებებსა და მექანიკაში

16 ნოემბერს, ხუთშაბათს 16 :00 საათზე, XI კორპუსის 421 აუდიტორიაში შედგება გაერთიანებული სამეცნიერო სემინარი ზოგად ანალიზში, დიფერენციალურ განტოლებებსა და მექანიკაში .

მოხსენების თემა: " ზოგიერთი ახალი მიდგომა და პრინციპი მოცემულ არეში მერომორფული ფუნქციების თეორიაში"

მომხსენებელი: პროფესორი გრეგორი ბარსეგიანი (სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკის ინსიტუტი)

ანოტაცია: მოცემულ არეში ნებისმიერი მერომორფული (კერძოდ ანალიზური) ფუნქციების შესახებ პირველი შედეგები დადგენილი იყო მე-19 საუკუნეში კოშის მიერ. ამ მიმართულებით შემდგომი პროგრესი მოცემული იყო ალფორსის თეორიაში დამფარავი ზედაპირების შესახებ (1935).
მოხსენებაში გადმოცემული იქნება მერომორფულ ფუნქციათა თეორიაში ჩვენ მიერ უკანასკნელ ხანს მიღებული შედეგების მიმოხილვა. ეს შედეგები მოიცავს სამ მიმართულებას: გამა-წირები, პროქსიმებადი თვისებები და მნიშვნელობათა განაწილების თეორიის უნივერსალური ვერსია. ყველა ეს მიმართულება ავსებს მნიშვნელობათა განაწილების ნევანლინას კლასიკურ თეორიას და გამოავლენს სრულიად ახალ ფენომენს.
მიღებული შედეგების გამოყენებებიდან ფოკუსირება მოხდება კომპლექსურ დიფერენციალურ განტოლებებზე, როცა ამონახსნები მერომორფულია კომპლექსურ არეში.


Print

« იხ. ყველა სიახლე