2018-03-13
2018 წლის 16 მარტს 14:00 საათზე ჩატარდება გაერთიანებული სამეცნიერო სემინარი ზოგად ანალიზში, დიფერენციალურ განტოლებებსა და მექანიკაში.
მოხსენების თემა: ვარიაცათა აღრიცხვის ფუნქციონალებისა და რეგულარობის თეორიის შესახებ
მომხსენებელი: მარია ალესანდრა რაგუზა, კატანიის უნივერსიტეტი, იტალია
ანოტაცია: წარმოდგენილი იქნება მომხსენებლის მიერ პროფ. ა. ტაჩიკავასთან ერთად შესწავლილი ამოცანა. მოხსენება ეხება კვადრატული ზრდის მქონე ფუნქციონალის რეგულარობის ამოცანას. ნაგულისხმებია, რომ ფუნქციონალში მონაწილე A(x,u,p) ფუნქცია არის x ცვლადის მიმართ VMO კლასიდან, და ამავე დროს არ არის უწყვეტი როგორც x-ის ფუნქცია. შესწავლილია კერძო და გლობალური რეგულარობა u მინიმიზატორისათვის.
ჩატარების ადგილი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მე–3 სართული, პრეზიდიუმის ოთახი.
« იხ. ყველა სიახლე