2017-11-20
ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები-2017“.
2017 წლის 22 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ინიციატივით, ბიოლოგიის დეპარტამენტისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანადგომით დილის 11:00 საათზე გაიხსნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები-2017“.კონფერენციის მიზანია:
- წარმოაჩინოს ნეირობიოლოგიის დარგში უკანასკნელ წლებში შესრულებული საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევები;
- ნეირობიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე დებატების გამართვა;
- ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობის გაზრდა.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ.2, თსუ 11 კორპუსი. აუდიტორია 105.
« იხ. ყველა სიახლე