2011-11-28

"ქიმიის დღე" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2011 წლის 25 დეკემბერს, 10:00 – 16:00  თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საბავშვო უნივერსიტეტის “ნორჩ ქიმიკოსთა“ სკოლა იწვევს  სკოლის მოსწავლეებს “ქიმიის დღის” ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

 
ღონისძიების განრიგი

10:00 სთ მოსწავლეთა კონკურსი/ტესტირება ქიმიაში (25 წუთი)
10:35 სთ "ქიმია და ეკონომიკა“ და “ვისწავლოთ ხალისით – ელემენტთა
პერიოდულობის სისტემა”   საუკეთესო საკონკურსო ნაშრომების პრეზენტაცია
13:00  შესვენება
13:30 სთ პროფესორთა და სტუდენტთა ლექცია/დემონსტაციები
15:00 სთ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება
    
1. მოსწავლეთა კონკურსი/ტესტირება (3 ფინალისტი თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში)
2. კონკურსი “ქიმია და ეკონომიკა“ (იხ. დანართი 1)
3. “ვისწავლოთ ხალისით – ელემენტთა პერიოდულობის სისტემა” (იხ.დანართი 2)

საკონკურსო პირობები: კონკურს/ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 7–12 კლასის მოსწავლეებს. კონკურსი ჩატარდება ორ ასაკობრივ ჯგუფში: 7–9 და 10–12 კლასელებისათვის.

რეგისტრაცია  შესაძლებელია 19 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე:
scienceacademy–ssa@tsu.ge  და/ან  scienceacademy2010@gmail.com;

რეგისტრაცისას მითითებული უნდა იყოს კონკურსის სახელწოდება, რომელშიც აპირებს
მოსწავლე მონაწილეობის მიღებას, მოსწავლის სახელი, გვარი, სკოლა და კლასი, საკონტაქტო მონაცემები.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ტელ.: 2 304070

მისამართი: უნივერსიტეტის #13, თსუ მე–11 კორპუსი(მაღლივი კორპუსის პორდაპირ),
107 აუდიტორია.

გელით უნივერსიტეტში!
Print

« იხ. ყველა სიახლე