2017-10-25
ქიმიის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა
ორშაბათს, 30 ოქტომბერს 16:30 საათზე 252-ე ლაბორატორიაში (ფიზიკური ქიმიის ლაბორატორია) ჩატარდება ქიმიის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა.დღის წესრიგი:
1. თამარ ხატიაშვილი (მაგისტრანტი) –„ზოგიერთი ახალი ქირალური სულფოქსიდის ენანტიომერების ადსორბციის შესწავლა ხსნარიდან მყარ ადსორბენტზე და ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური გამოკვლევა სითხური ქრომატოგრაფიის საშუალებით“.ხელმძღვანელი - საქ. მეცნ.ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. ბ.ჭანკვეტაძე
2. ილია ადუაშვილი (ბაკალავრიატის მე-5 სემესტრის სტუდენტი)-„ენანტიომერების რიგის შებრუნება ელუენტის, სვეტისა და ტემპერატურის ცვლილებისას სითხურ ქრომატოგრაფიაში.“
ხელმძღვანელი - საქ. მეცნ.ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. ბ.ჭანკვეტაძე
3. გიზო დოლიძე (ბაკალავრიატის მე-5 სემესტრის სტუდენტი)-„ქირალური აგროქიმიური ნაერთების სტერეოიზომერების დაყოფა მაღალ ეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლიდისაქარიდების ბაზაზე მომზადებული ქირალური სტაციონალური ფაზების და პოლარულ - ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით.“
ხელმძღვანელი - საქ. მეცნ.ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. ბ.ჭანკვეტაძე
« იხ. ყველა სიახლე