22 იანვარს 16:00 საათზე, თსუ მე-11 კორპუსში, აუდიტორია #421-ში ჩატარდება გაერთიანებული სემინარი ალბათობასა და სტატისტიკაში.
მომხსენებელი: ბესიკ ჩიქვინიძე (ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი)
თემა: „ნოვიკოვ-კაზამაკის შერეული პირობის განზოგადება“.
ანოტაცია. მოცემული ლოკალური მარტინგალის შესაბამისი სტოქასტური ექსპონენტა ასევე წარმოადგენს ლოკალურ, თუმცა არა ყოველთვის ნამდვილ (თანაბრადინტეგრე-ბად)მარტინგალს. იმის ცოდნა თუ როდის არის სტოქასტური ექსპონენტა თანაბრადინტეგრებადი მარტინგალი, მნიშვნელოვანია ბევრ სფეროში, მაგალითად გირსანოვის გარდაქმნის შესრულებისას, როდესაც ხდება ზომის აბსოლუტურად უწყვეტი შეცვლა. ჩვენ განვაზოგადეთ კაზამაკის რამდენიმე შედეგი და ავაგეთ კონტრმაგალითი, რომელიც არ აკმაყოფილებს ნოვიკოვ-კაზამაკის შერეულ პირობას, მაგრამ აკმაყოფილებს ჩვენს პირობას.
B. Chikvinidze: “An extension of the mixed Novikov-Kazamaki condition”
Abstract