2018-02-21
მეექვსე ყოველწლიური საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებში, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების ერთობლივ კონკურსში გამარჯვებულები
12-15 თებერვალს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მე-6 ყოველწლიური საფაკულტეტო კონფერენცია გაიმართა. თითოეული დეპარტამენტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისთვის დაწესებული იყო დეკანის პირადი პრიზი „საუკეთესო მოხსენებისთვის“ 600 ლარის ოდენობით დაქვითვის გარეშე.
გამარჯვებულები გახდნენ: ალექსანდრე საათაშვილი (მათემატიკის დეპარტამენტი), ლაშა დალაქიშვილი (ფიზიკის დეპარტამენტი), მარიამ მიქაძე (ბიოლოგიის დეპარტამენტი), მარი-ლუიზა კონჯარია (ქიმიის დეპარტამენტი), ნიკა წითელაშვილი (გეოგრაფიის დეპარტამენტი), პავლე წოწკოლაური (ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი), გიორგი ხარაზიშვილი (გეოლოგიის დეპარტამენტი), თორნიკე გეგეშიძე, ვამეხ ბაშარული (კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტი).
« იხ. ყველა სიახლე