ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-10-29

ნორჩ გეოლოგთა სკოლა იწყებს მუშაობას!

ნორჩ გეოლოგთა სკოლის პირველი ლექცია  თემაზე:

"ოქროს მოპოვების უძველესი მეთოდები საქართველოში"

გაიმართება 2012 წლის 2 ნოემბერს, 16:00   თსუ , XI კორპუსის , # 428 აუდიტორიაში.

მომხსენებელი : სერგო ნადარეიშვილი (დოქტორანტი )


რეზუმე
განხილული იქნება ოქროს გავრცელების ზოგადი კანონზომიერებები ბუნებაში, ოქროს თვისებები, ოქროს გამოყენების და მისი მოპოვების თავისებურებები. ლექციის ძირითადი ნაწილი დაეთმობა საქართველოში ოქროს მოპოვების უძველეს მეთოდებს. განხილული იქნება ოქროს გამოდნობის ტექნოლოგიები, საყდრისის უძველესი მაღაროს მადნების მაგალითზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე