ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-12-04

სემინარი ალგებრაში, გეომეტრიასა და მათემატიკურ ლოგიკაში


ხუთშაბათს, 7 დეკემბერს, 16 საათზე,  XI კ. 421 აუდიტორიაში შედგება თსუ ა.რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტისა და თსუ მათემატიკის დეპარტამენტის

ერთობლივი სემინარი - ალგებრა, გეომეტრია და მათემატიკური ლოგიკა

მომხსენებელი: გიორგი ნადარეიშვილი

 მოხსენების თემა: ფარდობითი ჰომოლოგიური ალგებრა და ტრიანგულირებადი კატეგორიის სპექტრი.

აბსტრაქტი:  ჰომოლოგიური ალგებრის გამოყენებით, ჩვენ  გარკვეულ ტრიანგულირებად კატეგორიებს რაღაც აზრით
"გეომეტრიულ" ობიექტს შევუსაბამებთ, რომლიც, მაგალითად კომუტაციურ შემთხვევაში, ამ კატეგორიების რგოლების სპექტრებს დაემთხვევა.
Print

« იხ. ყველა სიახლე