2012 წლის 24 მაისს, ხუთშაბათს, 11.00 საათზე, თსუ XI კორპუსის აუდიტორია #204–ში გაიმართება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი თემაზე:
"მინიმალური დაკრედიტების რისკების ფაზი–მოდელირება საინვესტიციო გადაწყვეტილებებში"
მომხსენებლები:
ასოც. პროფ.
ირინა ხუციშვილი
და
ასოც. პროფ.
ბეჟან ღვაბერიძე.
მოკლე ანოტაცია
წარმოდგენილი იქნება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მხარდამჭერი ფაზი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს მინიმალური დაკრედიტების რისკების მქონე პროექტების შერჩევას კონკურენტუნარიან საინვესტიციო პროექტებს შორის.
ტექნოლოგია კომბინირებს ორ ფაზი–სტატისტიკურ მეთოდსა და ბიკრიტერიულ დისკრეტულ ოპტიმიზაციის ამოცანას, რითაც უზრუველყოფს საინვესტიციო პროექტების შეფასების სამ საფეხურს.
პირველ საფეხურძე ხდება უმნიშვნელო რისკების მქონე პროექტების გამოვლენა ა. კაუფმანის ექსპერტონების მეთოდის საფუძველზე.
მეორე საფეხური ეფუძნება შესაძლებლობითი დისკრიმინაციული ანალიზის მეთოდს და გულისხმობს პირველ საფეხურზე შერჩეული პროექტებიდან მაღალი ხარისხის მქონე პროექტები გამოვლენას – პროექტების რანჟირებას. შესაძლებლობითი დისკრიმინაციული ანალიზის მეთოდი არის ნაშრომის ავტორების მიერ ადრე დამუშავებული მეთოდის ახალი მოდიფიცირებული ვერსია.
მესამე საფეხურზე შერჩევის ისეთი ამოცანისთვის, როდესაც ინვესტიციები უნდა გაუნაწილდეს რამდენიმე პროექტს, დგება საკითხი, თუ რომელი პროექტები უნდა დაფინანსდეს ისე რომ საინვესტიციო ფონდმა მიიღოს მაქსიმალური მოგება მინიმალური რისკების გაწევის საფასურად. ამოცანა გადაწყვეტილია დისკრეტული შესაძლებლობითი ბიკრიტერიული ამოცანებისთვის ნაშრომის ავტორების მიერ განვითარებული მეთოდის საფუძველზე.
განხილული იქმება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების მაგალითი, რომელიც ხსნის შემოთავაზებული ტექნოლოგიის არსს.