2017-11-10

მეექვსე ყოველწლიური საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში


2018 წლის 5-9 თებერვალს ტარდება მეექვსე ყოველწლიური საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

  • კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა რეკომენდირებულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა იმ თანამშრომლისთვის, ვინც სამეცნიერო–კვლევით სამუშაოს ასრულებს. მონაწილეობა – მოხსენება, სავალდებულოა იმ აკადემიური პერსონალისთვის, რომლებიც  მაღალ სახელფასო კატეგორიაში არიან.
  • კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სხვა სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
  • კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებს. სტუდენტური მოხსენებები წარმოდგენილი იქნება პერსონალის მოხსენებებთან ერთად შესაბამის თემატურ სესიებზე.
  •  ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების  ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისთვის დაწესებულია „დეკანის პრიზი  საუკეთესო მოხსენებისთვის“ 600 ლარის ოდენობით დაქვითვის გარეშე. თითოეული დეპარტამენტიდან გამოვლენილი იქნება ერთი გამარჯვებული.
  •  დოქტორანტს კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება შეიძლება ჩაეთვალოს სასწავლო ან კვლევით კომპონენტად და მიენიჭოს შესაბამისი კრედიტი თსუ დოქტორანტურის დებულების შესაბამისად. ამ შემთხვევაში დოქტორანტმა კონფერენციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის ადმინისტრაციას და ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახურში წარმოადგინოს ნაბეჭდი ნაშრომი.
Print

« იხ. ყველა სიახლე