2014-02-24

სტაჟირების კრედიტ კურსი 2014

სასწავლო კურსები:
სამაუწყებლო მედია - ტელე ( სტაჟირების კრედიტ-კურსი ) , 5 კრედიტი

სამაუწყებლო მედია - რადიო ( სტაჟირების კრედიტ-კურსი ) , 4 კრედიტი

ბეჭდური მედია ( სტაჟირების კრედიტ-კურსი ) , 4 კრედიტი

სტაჟირების პერიოდი: ერთი თვე

სტუდენტები ნაწილდებიან სამ ჯგუფში, სამ ნაკადად:

1. 1 7 მარტი -17 აპრილი

2. 17 აპრილი -17 მაისი

3. 17 მაისი - 17 ივნისი

მოთხოვნები და პროცედურები:

1. სტაჟირება ხორციელდება მხოლოდ დამამთავრებელი სემესტრის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტებისთვის, ვისაც დაგროვილი აქვს არანაკლებ 180 კრედიტისა.

2. დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები ავსებენ განაცხადს (დანართი 1, დანართი 2, დანართი 3);

3. შევსებული განაცხადების მიღება წარმოებს 26 თებერვლის ჩათვლით მიმართულების სასწავლო დეპარტამენტში; საკონტაქტო პირია - ანა ზაქარაია, VI კორპუსი, ოთახი 206. ტელ: 577 949 885

4. სტაჟირების კრედიტ-კურსის გასავლელად სავალდებულოა სტუდენტს სასწავლო კურსში „სამაუწყებლო მედია - ტელე (1)“ და/ან „სამაუწყებლო მედია - რადიო (1)“, „ბეჭდური მედია - 1“, მიღებული ჰქონდეს არანაკლებ 85 ქულისა.

5. განაცხადში მითითებულ შეფასებებს გადაამოწმებს კომისია.

6. მსურველების დიდი რაოდენობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც აქვს უკეთესი აკადემიური მოსწრება ზემოთაღნიშნულ სასწავლო კურსებში;

7. სტაჟირების კრედიტ-კურსზე ჩარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელმაც, საჭიროების შემთხვევაში (ასევე, მსურველების დიდი რაოდენობის დროს), შესაძლოა დანიშნოს გადატებითი გასაუბრება.

8. სტაჟირების კრედიტ-კურსში კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. ანუ, მაშინაც კი, თუ დამსაქმებლის გადაწყვეტილებით, სტაჟირება გაგრძელდა - ამაში სტუდენტი დამატებით კრედიტს აღარ იღებს.

9. კომისია შეიკრიბება 27 თებერვალს.

10. სტაჟირების კრედიტ-კურსზე ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას სტუდენტი მიიღებს ელ-ფოსტით 28 თებერვლის დღის ბოლომდე.

11. ამ კურსზე აკადემიური რეგისტრაციისთვის ბაზა ამოქმედდება 28 თებერვალს და რეგისტრირებას შეძლებენ ის სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს წინა პროცედურები.

12. სტუდენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უნივერსიტეტის სტაჟირებასთან არსებული პრობლემების ასევე, სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში.

13. სტაჟირების პერიოდში, სტაჟიორი ორჯერ წარადგენს ანგარიშს. პირველი ანგარიშს წარადგენს სტაჟირებიდან 2 კვირის შემდეგ, მეორეს - სტაჟირების დასრულებისთანავე.

განაცხადის ფორმები:

სამაუწყებლო მედია - ტელე

სამაუწყებლო მედია - რადიო

ბეჭდური მედია

Print

« იხ. ყველა სიახლე