2019-02-26
პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის საჯარო ლექცია „თავისუფლების კულტურა საქართველოში (სოციოლოგიური ანალიზი)"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გრძელდება საჯარო ლექციათა ციკლი „სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში“.
14 მარტს, 17:00 სთ-ზე სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „თავისუფლების კულტურა საქართველოში (სოციოლოგიური ანალიზი)“.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია
« იხ. ყველა სიახლე