2018 წლის 16 ნოემბერს, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "პოლიტიკა კავკასიის გარშემო".
კონფერენციის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკური აქტორების საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ისტორიის, ეკონომიკის, რელიგიის, კულტურისა და ხელოვნების, ენის, ლიტერატურისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ., №14 , თსუ I კორპუსი, ოთახი 101.