ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-04

ცხადდება კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის 

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

(თსუ -ის რექტორის  2018 წლის 3 მაისის N 105/01-01ბრძანება)  ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად

  
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2017 - 2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვილი აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა.

შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  

  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა);
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
  4. 2017 -2018  სასწავლო  წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელი ამობეჭდილი  სტუდენტის  პირადი  ბარათიდან და დამოწმებული მიმართულების სპეციალისტის მიერ;
  5. 2017 -2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2017 წლის 1 აგვისტოდან  2018 წლის 5 მარტამდე ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 
  6. 2017-2018  სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში  (2017 წლის 1 აგვისტოდან  2018 წლის 5 მარტამდე) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. (ვინაიდან, შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით), თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 
  7. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიალურად.


საბუთების მიღება: 4 - 11  მაისი (9 მაისი დსვენების დღეა) -  10:00 - 18:00 სთ;  

შესაბამის მიმართულებებზე:

სოციოლოგია და სოციალური მუშაობა  – თსუ IV კორპ. ოთახი  №306
თამარ გოგორიშვილი;  საკონტაქტო ინფორმაცია:  2 25 08 19

საერთაშორისო ურთიერთობები   –  თსუ IV კორპ. ოთახი № 201
თამარ ქარსაულიძე:  საკონტაქტო ინფორმაცია:  2 29 03 66

საზოგადოებრივი გეოგრაფია  –  თსუ IV კორპ. ოთახი № 211
ლუიზა აბაზაძე;  საკონტაქტო ინფორმაცია: 2 22 11 01(261) 

პოლიტიკის მეცნიერება  –   თსუ  IV კორპ. ოთახი № 301
ელენე გელაშვილი;  საკონტაქტო ინფორმაცია:  222 11 01 (254)

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია  – თსუ V Iკორპ. ოთახი № 206  
ნინო ქუფარაშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია:  222 11 01 (234)

პირველადი  შედეგები დაიდება  15 მაისს, 17 :00 საათზე.

აპელაცია:  16 მაისს,  10:00 - 12:00 სთ-მდე. VI კორპუსი, ოთახი № 204

გისურვებთ  წარმატებებს !

 



Print

« იხ. ყველა სიახლე