2019-03-01
ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!
2018 - 2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის
აკადემიური რეგისტრაციის სახელმძღვანელო განმარტებები
4 მარტი - 11 მარტი
აკადემიური რეგისტრაციის დროს სასწავლო კურსების არჩევა განხორციელდება საბაკალავრო პროგრამებში არსებული საგნების წინაპირობების შესაბამისად, საფაკულტეტო ცხრილის საფუძველზე.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება
4 მარტს, 12:00 საათზე.
4 მარტის 12 საათიდან – 5 მარტის 12 საათამდე საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგი წესის დაცვით:
- ძირითადი სპეციალობის/ Maijor სასწავლო კურსების არჩევა მოხდება, მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისათვის (მაგალითად, სოციოლოგიის საგნები გაიხსნება, მხოლოდ სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის);
- I დონის საფაკულტეტო სასწავლო კურსების არჩევა მოხდება ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის:
საფაკულტეტო სავალდებულო კურსები:
- აკადემიური წერა
- სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები
- სტატისტიკა
- ინგლისური ენა 2
საფაკულტეტო სავალდებულო–არჩევითი შესავალი კურსები:
- ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი
- საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი
- სოციოლოგიის შესავალი
- სოციალური მუშაობის შესავალი
- პოლიტიკის მეცნიერების შესავალი
- საზოგადოებრივი გეოგრაფიის შესავალი
საფაკულტეტო არჩევითი კურსები:
- ანთროპოლოგია
- გამოყენებითი ეკონომიკა
- გამოცდილებითი სწავლება/სწავლების მეთოდები
- ლოგიკა
- მეტყველების კულტურა/არაჟურნალისტებისათვის/
5 მარტს, 12:00 საათზე სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა გაიხსნება, როგორც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, აგრეთვე ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
მეორე სემესტრის სტუდენტებისათვის ბაზაში ინგლისური ენის არჩევას, წინა სემესტრის პედაგოგის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური (პრობლემის შემთხვევაში მიმართეთ უფროს სპეციალისტ თამარ ქარსაულიძეს, IV კორპუსი, № 201)
რეგისტრაციასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მოგვწერეთ lms.tsu.ge-დან.
აკადემიური რეგისტრაციის განმავლობაში ტუტორთა მიერ სტუდენტების კონსულტირება იწარმოებს შესაბამის მიმართულებებზე:
საერთაშორისო ურთიერთობები – IV კორპუსი, ოთახი 201, №2 25 04 84 (6230)
სოციოლოგია და სოციალური მუშაობა – IV კორპუსი, ოთახი 306, №2 25 04 84 (6267)
საზოგადოებრივი გეოგრაფია – IV კორპუსი, ოთახი 211, №2 25 04 84 (6222)
პოლიტიკის მეცნიერება – IV კორპუსი, ოთახი 301, №2 25 04 84 (6223)
ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია –VI კორპუსი, ოთახი 206; №2 25 04 84 (6237)
დამატებითი ინფორმაცია
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააუდიტორო მეცადინეობები ჩატარდება:
თსუ I კორპუსი მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი №1
თსუ II კორპუსი მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი №3
თსუ IV კორპუსი მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი №14
თსუ VI კორპუსი მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი №8
თსუ VIII კორპუსი მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი №13
ტურიზმის საერთაშორისო სკოლა ვაჟა-ფშაველას გამზირი №44
გ ი ს უ რ ვ ე ბ თ წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !!!
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია
« იხ. ყველა სიახლე