2019-03-26

სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

ძვირფასო სტუდენტებო, 

lms.tsu.ge- ზე მიღებული გაქვთ გამოკითხვის ბმული. წარმოდგენილი გამოკითხვა ტარდება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით და მისი მიზანია ფაკულტეტზე სტუდენტზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფა. გამოკითხვა ანონიმურია (არ ფიქსირდება თქვენი ელექტრონული ფოსტა), ხოლო მასში მონაწილეობა - ნებაყოფლობითი. თქვენი პოზიციის დაფიქსირებით ხელს შეუწყობთ სტუდენტთა სერვისების განვითარებას. 
გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში. 

წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის!
Print

« იხ. ყველა სიახლე