2014-10-01

8 და 9 ოქტომბერს, დოიჩე ველე აკადემიის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მეორე საერთაშორისო კონფერენცია მედია სამართალში: „მედიის კანონი #2014 (Media Rule #2014). ქართულ-ევროპული პერსპექტივები“ გაიმართება

8 და 9 ოქტომბერს, დოიჩე ველე აკადემიის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ერთობლივი მეორე საერთაშორისო კონფერენცია მედია სამართალში:

„მედიის კანონი #2014 ( Media Rule #2014). ქართულ-ევროპული პერსპექტივები“ გაიმართება

კონფერენციას 8 ოქტომბერს, 10:00 საზეიმოდ გახსნის უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა. ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართველი და გერმანელი პროფესორები, სტუდენტები, ექსპერტები და ჟურნალისტები.

კონფერენციის ფოკუსია არა მარტო ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი მედია სამართლის სფეროში, არამედ, დისკუსიის შედეგად, სამხრეთ კავკასიის მედია ლანდშაფტის განვითარებისთვის ერთობლივი ხედვის და სტრატეგიის შემუშავება. ღონისძიებაზე ექსპერტები განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: მედიის ფუნქცია თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში, ჟურნალისტების დაცვა ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის მეათე მუხლის ფარგლებში, მედია ორგანიზაციების იურიდიული განყოფილებში არსებული გამოწვევები, რეკლამა და სპონსორობა კერძო მაუწყებლობაში და სხვ.

სასიხარულოა, რომ ღონისძიებაში ჩართულია ცნობილი გერმანელი პროფესორი, დოქტორ კარლ-ებერჰარდ ჰაინი, კიოლნის უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციის სამართლის ინსტიტუტის ხელმღვანელი . სწორედ მან შეძლო გერმანიაში დაემტკიცებინა, რომ ხელშეკრულება გერმანიის საზოგადოებრივ არხს „ZDF“-სა და სახელმწიფოს შორის იყო არაკონსტიტუციური (ანუ, პოლიტიკოსებს რჩებოდათ შესაძლებლობა ზეგავლენა მოეხდინათ აღნიშნული არხის საქმიანობაზე). სწორედ პროფესორ ჰაინის ძალისხმევით, ხუთწლიან ბრძოლის შემდეგ, შეიცვალა ZDF-სა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ დოქტორ პეტერ ნიპალა (დოიჩე ველეს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი), ტომას ვირნი და შტეფანი ეგერათი (კიოლნის უნივერსიტეტის მედია და კომუნიკაციის სამართლის ინსტიტუტი), რომლებიც საქართველოში, მედიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით დოიჩე ველე აკადემიის პროექტების კოორდინატორს საქართველოში, ამალია ოგანჯანიანს (მობ: 558499587, ელ-ფოსტა: amalia.oganjanyan@dw.de ) , ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს მარიამ გერსამიას (მობ: 577171107, ელ-ფოსტა: mariam.gersamia@gmail.com ).


დოიჩე ველე აკადემია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


PDF ვერსია

Print

« იხ. ყველა სიახლე