2018-07-17

ჟიული შარტავასა და დიმიტრი(არზაყან) ემხვარის სახელობის სტიპენდია


გამოცხადდა კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემხვარისა (პოლიტიკის მეცნიერების დარგში)  და ჟიული შარტავას სახელობის (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) სტიპენდიის მისაღებად თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე  განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
  1. პროფესორის 1 რეკომენდაცია;
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  4. სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  5. სიგელები;
  6. სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
  7. ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;
საბუთები მიიღება 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 23 ივლისის 17 საათის ჩათვლით, თსუ, მეექვსე კორპუსი, 207-ე ოთახი.



Print

« იხ. ყველა სიახლე