2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2017 - 2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;
- 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელი ამობეჭდილი სტუდენტის პირადი ბარათიდან და დამოწმებული მიმართულების სპეციალისტის მიერ;
- 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2018წლის 1 თებერვლიდან 2018 წლის 31ივლისის ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2018 წლის 1 თებერვლიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიალურად.
საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის
13-14 დეკემბერს, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე და 15 დეკემბრის 10:00 სთ-დან 16:00საათამდე შესაბამის მიმართულებებზე:
სოციოლოგია და სოციალური მუშაობა – თსუ IV კორპ. ოთახი №306,
თამარ გოგორიშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 2 25 08 19
საერთაშორისო ურთიერთობები – თსუ IV კორპ. ოთახი № 201,
თამარ ქარსაულიძე: საკონტაქტო ინფორმაცია: 2 29 03 66
საზოგადოებრივი გეოგრაფია – თსუ IV კორპ. ოთახი № 211,
ლუიზა აბაზაძე; საკონტაქტო ინფორმაცია: 2 22 11 01(261)
პოლიტიკის მეცნიერება – თსუ IV კორპ. ოთახი № 301,
ნათია დათიაშვილი, საკონტაქტო ინფორმაცია: 222 11 01 (254)
ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია – თსუ V Iკორპ. ოთახი № 206
ნანა ამირანაშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 222 11 01 (234)
პირველადი შედეგები: 17 დეკემბერს, 17 :00 საათზე.
აპელაცია:
18 დეკემბერს, 09:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე. VI კორპუსი, ოთახი № 202
საბოლოო შედეგები:
18 დეკემბერს, 15 :00 საათზე.
გისურვებთ წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !