ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-11

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება N 12/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრ ში სტუდენტთა წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის,   21–ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2014 წლის 10 ივნისის  N87/01–01  ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.       სსიპ - ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში -უნივერსიტეტი) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (შემდგომში -ფაკულტეტი) 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრ ში სტუდენტთა წინასწარი აკადემიური რეგისტრაცი ა (შემდგომში - წინასწარი რეგისტრაცია) ჩატარდეს 2014 წლის 21 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით.

2.       წინასწარი რეგისტრაციის მოთხოვნები ვრცელდება ფაკულტეტის ყველა სტუდენტზე, გარდა:

ა) ფაკულტეტის პირველი სემესტრის სტუდენტებისა;

ბ) ფაკულტეტის დამატებითი სემესტრის სტუდენტებისა;

გ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ქართულ-რუსულენოვანი პროგრამის სტუდენტებისა.

3.       დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს უზრუნველყოს:

ა) წინასწარი რეგისტრაციისთვის აუცილებელი სასწავლო ცხრილის ფორმირება და შესაბამის სტუდენტთა მონაცემების ბაზაში შეტანა;

ბ) წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის პროცესის წარმართვა;

ბ) წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისთვის;

გ) სტუდენტენთა კონსულტაცია წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით.

4. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან შეთანხმებით უზრუნველყოს:

ა) პროგრამით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სტუდენტებისთვის შესაბამისი საგნების გადატანა სტუდენტთა მონაცემთა ბაზაში ადმინისტრაციული რეგიტრაციის  დასრულების შემდეგ;

ბ) პროგრამით გათვალისწინებული წინაპირობების დაუკმაყოფილების შემთხვევაში, სტუდენტებისთვის წინასწარი რეგისტრაციის შედეგის გაუქმება  ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ;

გ) დადგენილ ვადაში სტუდენტის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვერ გავლის შემთხვევაში წინასწარი  რეგისტრაციის შედეგის გაუქმება.

5. წინასწარი რეგისტრაციის პერიოდში დასარეგისტრირებელ საგნებზე ადგილების დამატება ხორციელდება ეტაპობრივად,  ფაკულტეტზე არსებული რესურსების ფარგლებში;

6. წინასწარი რეგისტრაციის პროცესში სტუდენტები ვერ შეძლებენ აირჩიონ I დონის საგნები. I დონის საგნებია: აკადემიური წერა; ლოგიკა; გამოყენებითი ეკონომიკა; სტატისიკა 1; შესავალი სოციალურ კვლევის მეთოდებში; უცხო ენები; ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი; საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი; ფსიქოლოგიის შესავალი; სოციოლოგიის შესავალი; შესავალი სოციალურ მუშაობაში; შესავალი პოლიტიკის მეცნიერებაში; შესავალი საზოგადოებრივ გეოგრაფიაში.

8. საგნების არჩევისას წინასწარი რეგისტრაციის პერიოდში პრიორიტეტი მიენიჭებათ დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს;

9. სტუდენტი ვალდებულია:

ა) წინასწარი რეგისტრაციის დროს 21 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით საგნები აირჩიოს მის მიერ უკვე დაფიქსირებული  ძირითადი სპეციალობის ფარგლებში;

ბ) წინასწარი რეგისტრაციის დროს საგნები აირჩიოს პროგრამით გათვალისწინებული წინაპირობებისა და  არსებული ცხრილის გათვლისწინებით;

გ) წინასწარი რეგისტრაციის დაწყებამდე დააფიქსიროს სასურველი ძირითადი და დამატებითი სპეციალობა, თუ ეს მოცემულ დრომდე არ გაუკეთებია.

10. სტუდენტი შეძლებს საგნების არჩევას წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ დარჩენილი ადგილების ფარგლებში, იმ შემთხვევაში თუ დადგენილ ვადებში ვერ დააფიქსირა თავისი არჩევანი წინასწარი რეგისტრაციისთვის განკუთვნილ მონაცემთა ბაზაში;

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა                                  თამარ მახარაძე

ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი


PDF ვერსიის გადმოწერა      

Print

« იხ. ყველა სიახლე