2018-03-23
ბულგარეთის ელჩის საჯარო ლექცია
მიმდინარე წლის 28 მარტს, 12:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ეწვევა ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა, რომელიც საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: "
ბულგარეთი – საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები".
საჯარო ლექციის შემდგომ ბულგარეთის ელჩი გამართავს მიღებას.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 212
« იხ. ყველა სიახლე