ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გრძელდება საჯარო ლექციათა ციკლი
„სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში.“
14 თებერვალს, 15:00 სთ-ზე, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები.“
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია