2019 წლის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საქართველოში სლოვაკეთის საელჩომ მოიპოვა 2 ადგილი ქართველი სტუდენტებისთვის „GLOBSEC 2019“ (
https://www.globsec.org/projects/globsec-2019/ ) ფორუმზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება ქ. ბრატისლავაში 2019 წლის 6-8 ივნისს.
კონკურსში 5 ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
პირველ ეტაპზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეარჩევს 4 საუკეთესო ესეს, რომელთაც იგი წარუდგენს სლოვაკეთის საელჩოს თბილისში. საბოლოოდ, 2 გამარჯვებულს შეარჩევს სლოვაკეთის საელჩო საქართველოში. შერჩეულ 2 სტუდენტს სრულად დაუფინანსდება კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა სახის ხარჯი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, რომელთაც უნდა გადმოაგზავნონ ესეები „GLOBSEC 2019“-ზე განსახილველ თემებზე. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ინგლისურენოვანი საკონკურსო ესეს თემად ჩამოთვლილთაგან ამოარჩიონ ერთ-ერთი:
1. "The Biggest Security Challenge in Your Country and Magic Bullet(s)"
Description: Think about the main security challenge your country has to deal with and what is in your opinion the "magic bullet" that would solve the problem. Think out-of-box, but try to keep to the political realities of your countries / region.
2. "GLOBSEC 1: Future of Europe"
Subtopics:
Impact of the Brexit on the future of the EU;
European Parliament Elections 2019 - challenges of indifference and populism;
Migration crisis and protection of the EUs external borders;
The Rise of extremist and populist forces;
European Defense Union;
The 30th anniversary of the democratic transition in Central and Eastern Europe
3. "GLOBSEC 2: Defense and Security"
Subtopics:
Hybrid threats flourishing and exploiting the societal vulnerabilities;
Weaponisation of lies - propaganda & fake news;
Confrontation between Russia and the West;
Turmoil in the Middle East;
The 70th anniversary of NATO;
Slovakia’s OSCE Chairmanship in 2019 and delicate security challenges
ესე უნდა იყოს 3 გვერდიანი, მომზადებული A4 ფორმატით, ფონტი: 11.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თანაბრად კარგი ნაშრომების შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტთა ესეებს!
კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, ესეები გადმოგზავნეთ ელ.მისამართზე
mariam.mskhalaia@tsu.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ „GLOBSEC 2019“. ესეების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 მარტის 23:59 სთ.