ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარეობასთან დაკავშირებით ბულგარეთის საელჩო საქართველოში აცხადებს ესეების კონკურსს ქართველი ახალგაზრდებისთვის.
ესეს თემაა
„ევროკავშირი 2030-ში“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროკავშირითა და მისი მომავლი განვითარების საკითხებით. ესე შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, 3-დან 5 გვერდამდე მოცულობით.
გამარჯვებული 4 დღით გაემგზავრება ბულგარეთში, სადაც ის შეხვდება კოლეგებს და უკეთ გაიცნობს ბულგარულ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს და ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარეობასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებსა და აქტივობებს.
სპეციალური ჟიური შეარჩევს გამარჯვებულს და გამოაცხადებს ა/წ აპრილში.