2018-03-22

ღია ლექციების ციკლი სტუდენტთათვის

26 - 30 მარტს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პარიზი 8-ის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კევინ ლემონიე (Kevin Limonier) და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი ლუი პეტინიო (Louis Petiniaud) გამართავენ ღია ლექციების ციკლს გეოპოლიტიკისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ.

ლუი პეტინიოს ლექციების თემებია:

1) გეოპოლიტიკური მიდგომა შავი ზღვის სივრცისადმი
ამ ლექციის მიზანია შავი ზღვის რეგიონის ძირითადი აქტორების ამოცნობისა და გაანალიზების გზით ყურადღება გაამახვილოს შავი ზღვის სტრატეგიული ეკვილიბრუმის ტრანსფორმაციაზე. ლექცია ასევე გაგვაცნობს რეგიონალიზაციის მექანიზმებს შავი ზღვის ფართო არეალში. ბოლოს, სალექციო კურსი შემოგთავაზებთ მოკლე შესავალს კიბერსივრცის გეოპოლიტიკაში შავი ზღვის რეგიონის სპეციფიკაზე დაყრდნობით.
26 მარტი, 12:00 - 14:00 სთ, VI კორპუსი, აუდ. 303
27 მარტი, 16:00 - 19:00 სთ, VI კორპუსი, აუდ. 303

2) რევოლუციის გეოპოლიტიკა: უკრაინის შემთხვევა

2013 წლის მაიდნის რევოლუციის შემდეგ უკრაინა არასტაბილურობამ მოიცვა. ეს სალექციო კურსი გთავაზობთ რევოლუციის მექანიზმების, საწყისებისა და ევოლუციის დეტალურ შეფასებას.  აღნიშნული ანალიზის დროს ლექცია დაფარავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის უკრაინის სოციო-ეკონომიკურ გარემოს, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს და ნატოსა და ევროკავშირის გავლენას, უკრაინის ისტორიასა და პოლიტიკას და მის იდენტობას პოსტ-საბჭოთა სივრცეში.
28 მარტი, 16:00 - 19:00 სთ, VI კორპუსი, აუდ. 105

კევინ ლიმონიეს ლექციის თემებია:

1) შესავალი კიბერსივრცის გეოპოლიტიკაში
ლექციის მიზანია სტუდენტებს დაანახოს, რა არის კიბერსივრცე და რატომაა საჭირო პოლიტკურ პერსპექტივაში მისი ტექნიკური მექანიზმების გაგება. ჩვენი სოციუმის მზარდი დიგიტალიზაციის პირობებში კიბერსივრცის ბევრი ასპექტის (მონაცემთა დაცულობა, კიბერთავდასხმები, ჰაკერობა) ქმედებების შედეგები სცდება ვირტუალურ სივრცეს: კიბერთავდასხმებმა შესაძლოა ომებამდეც მიგვიყვანოს, ხოლო მონაცემთა დაუცველობამ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე.
29 მარტი, 13:00 - 16:00 სთ, VI კორპუსი, აუდ. 303


2) საფრანგეთი მსოფლიოში: ფრანგული რბილი და ხისტი ძალის პოლიტიკა

ლექციის მიზანია სტუდენტებს გააცნოს საფრანგეთის სტრატეგიული ინტერესები. ამ ლექციაზე ასევე განვიხილავთ როგორ ინარჩუნებს გავლენას პარიზი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ის მრავალ ასპზარეზზე მოქმედებს.
30 მარტი, 13:00 - 15:00 სთ, VI კორპუსი, აუდ. 303

ლექციებზე დასწრება შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს. მსურველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა გამოგზავნეთ მისამართზე: teona.tabuashvili@tsu.ge
მონაწილე სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატებს.




Print

« იხ. ყველა სიახლე