2018-02-19

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „უკრაინა-საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების 100 წელი“


2018 წლის 27-28 მარტს, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტოროს, გენადი უდოვენკოს სახელობის დიპლომატიური აკადემიის, უკრაინის ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის, დიპლომატიის ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო საზოგადოებისა და უცხოური წარმომადგენლობების მომსახურების მთავარი განყოფილების ორგანიზებით, ეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია„უკრაინა-საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების 100 წელი“.

კონფერენციის თემატიკა:
  • უკრაინა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები 1917-2017 წლები;
  • უკრაინული და ქართული დიპლომატიის სახეები: ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილი 1917-2017 წლები;
  • ისტორიულ წყაროებში ქართულ-უკრაინული ურთიერთობები 1917-2017 წლებში (სახელმწიფო და დიპლომატიური არქივები, პირადი კოლექციები, სამუზეუმო არქივი);
  • უკრაინული საზოგადოების როლი საქართველოში და ქართული საზოგადოების როლი უკრაინაში - კულტურული დიპლომატია;
  • უკრაინასა და საქართველოს საერთო გამოწვევები საერთაშორისო არენაზე და მათი გადაჭრის გზები.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს.

სამუშაო ენა: ინგლისური და რუსული.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტი უნდა გამოგზავნონ არაუგვიანეს 27 თებერვლისა შემდეგ მისამართზე: ninoabesadze@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე