2014-06-30
სტუდენტთა სამეცნიერო წრე
სტუდენტთა სამეცნიერო წრე
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იქმნება სტუდენტთა სამეცნიერო წრეები, რომელთა მიზანია სტუდენტების სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნა, სტუდენტების სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა და განვითარება, სტუდენტთათვის სამეცნიერო–კვლევითი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა. სამეცნიერო წრეების ხელმძღვანელები სტუდენტებს დაეხმარებიან მათთვის საინტერესო თემატიკისათვის სამეცნიერო ხელმძღვანელის მოძიებასა და მასთან დაკავშირებაში, ასევე ნაშრომების გამოცემის ორგანიზებაში. სამეცნიერო წრეების ფარგლებში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები/სემინარები, შეხვედრები დარგის წამყვან სპეციალისტებთან, ასევე მრავალი პრაქტიკული ღონისძიება
სამეცნიერო წრეებში გაწევრიანება შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს 8 წრე:
- ფსიქოლოგია. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია მესტვირიშვილი (წრეში გასაწევრიანებლად დააჭირეთ აქ)
- საზოგადოებრივი გეოგრაფია. ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი გოგსაძე (წრეში გასაწევრიანებლად დააჭირეთ აქ)
- პოლიტიკის მეცნიერება. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნანა მაჭარაშვილი (წრეში გასაწევრიანებლად დააჭირეთ აქ)
- სოციოლოგია. ხელმძღვანელი: პროფესორი ამირან ბერძენიშვილი (წრეში გასაწევრიანებლად დააჭირეთ აქ)
- სოციალური მუშაობა. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თამარ მახარაძე (წრეში გასაწევრიანებლად დააჭირეთ აქ)
- საერთაშორისო ურთიერთობები. ხელძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ფიქრია ასანიშვილი (წრეში გასაწევრიანებლად დააჭირეთ აქ)
- ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია. ხელმძღვანელი: ასისტენტ–პროფესორი ნინო ჭალაგანიძე (წრეში გასაწევრიანებლად დააჭირეთ აქ)
- ინტერდისპლინური. ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ სალუქვაძე (წრეში გასაწევრიანებლად დააჭირეთ აქ)
დამატებითი ინფორმაცია:
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური
თსუ VI კორპუსი, IV სართული, ოთახი 401
ტელ: 2 29 05 94
ელ. ფოსტა: socpol.science@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე