2017-12-08
ცხადდება კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის 2017 წლის 6 დეკემბრის N 255/01-01ბრძანება) ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2016 - 2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვილი აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;
- 2016 -2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელი ამობეჭდილი სტუდენტის პირადი ბარათიდან და დამოწმებული მიმართულების სპეციალისტის მიერ;
- 2016 -2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2017 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2017 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. (ვინაიდან, შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით), თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიალურად.
საბუთების მიღება:
8 - 12 დეკემბერი - 9:00-18:00 სთ;
13 დეკემბერი 9:00-13:00სთ.
შესაბამის მიმართულებებზე:
სოციოლოგია და სოციალური მუშაობა – თსუ IV კორპ. ოთახი №306,
თამარ გოგორიშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 2 25 08 19
საერთაშორისო ურთიერთობები – თსუ IV კორპ. ოთახი № 201,
თამარ ქარსაულიძე: საკონტაქტო ინფორმაცია: 2 29 03 66
საზოგადოებრივი გეოგრაფია – თსუ IV კორპ. ოთახი № 211,
ლუიზა აბაზაძე; საკონტაქტო ინფორმაცია: 2 22 11 01(261)
პოლიტიკის მეცნიერება – თსუ IV კორპ. ოთახი № 301,
ელენე გელაშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 222 11 01 (254)
ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია – თსუ V Iკორპ. ოთახი № 206
ნინო ქუფარაშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 222 11 01 (234)
პირველადი შედეგები დაიდება 13 დეკემბერს, 18 :00 საათზე.
აპელაცია: 14 დეკემბერს, 10:00 - 12:00 სთ-მდე. VI კორპუსი, ოთახი № 204
გისურვებთ წარმატებებს !
« იხ. ყველა სიახლე