ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-11-12

თსუ-ს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამის კონკურსი

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს  III, IV, V  სემესტრის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის I სემესტრის სტუდენტებისთვის 2014/2015 სასწავლო წლის (შემოდგომის სემესტრი) ინგლისურენოვანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად

საბაკალავრო
  სტიპენდიების  ჩამონათვალი  სასწავლო  მიმართულებების  მიხედვით :

სამაგისტრო სტიპენდიები სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინონ  ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის    დეკანატიდან (ქართულ ენაზე) და გაიარონ რეგისტრაცია საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, ოთახი 204)

შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – ინგლისური ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება

კონკურსის I ეტაპი (ტესტირება) გაიმართება 2013 წლის 26 ნოემბერს
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ.№11)
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2013 წლის 22 ნოემბერი 12 საათი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად (სწავლის დამადასტურებელი ცნობის ჩასაბარებლად და რეგისტრაციისთვის) მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, ტელ: 2 25 02 12 ).


   შენიშვნა:  დაგვიანებული განცხადება არ მიიღება!
პირველი ეტაპის შედეგები და მეორე ეტაპზე დაშვებულ სტუდენტთა სია გამოქვეყნდება თსუ ვებ–გვერდზე!

Print

« იხ. ყველა სიახლე