ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი იწყებს საჯარო ლექციათა ციკლს თემაზე “სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში,” რომელიც გაიხსნება ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორის ხათუნა მაისაშვილის ლექციით თემაზე "მედიასისტემისა და გლასნოსტის ნარატივის თავისებურებები ქართულ მედიაში - 1989-1990 წლები" 16 ივლისს, 18:00 სთ-ზე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ მეექვსე კორპუსი, 303-ე აუდიტორია