შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს
საგრანტო კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის, მისი თანმდევი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და უცხო ენის სწავლის დაფინანსების გზით:
ა) სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება;
ბ) უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება;
გ) სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა;
დ) სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრირება.
პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 30 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის 24 სთ-მდე; კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 29 ოქტომბრის 18:00 საათი;
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულებით:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება
გენერალური დირექტორის ბრძანება
საპროექტო წინადადება (ასატვირთი ფაილი)
რეკომენდაციის ფორმა
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია
საკონტაქტო პირი: ანი ჩიქოვანი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4033), მობ: 577 74 14 47
ელფოსტა: chikovani@rustaveli.org.ge
« იხ. ყველა სიახლე