14-15 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება სტუდენტთა IV სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, სოცილოგია და სოციალური მუშაობა, საზოგადოებრივი გეოგრაფია. ცალკე სექცია დაეთმობა მაგისტრატურას.
კონფერენციაში გამარჯვებულ და მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ., №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №101