2017-11-01
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაცის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი
2 ნოემბერს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაცის დეპარტამენტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო სემინარების ფარგლებში გამართავენ შეხვედრას, რომლითაც ისინი ეხმიანებიან ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დაუსჯელ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
დღის წესრიგი:
11:00 - რევაზ ჭიჭინაძე: „დათო ბოლქვაძის მკვლელობის დეტალების და სასამართლო პროცესის ასახვა მედიაში“;
11:30 - მაია ტორაძე: „ახალგაზრდა ჟურნალისტთა დასაქმება მედიის შრომით ბაზარზე - კვლევის ძირითადი მიგნებები“;
12:00 - მაგდა მემანიშვილი - "პანამის ქაღალდების" პირველი მსხვერპლი (რას აშუქებდა 2017 წელს მოკლული მალტელი ჟურნალისტი დაფნე კარუანა გალიზია)“;
12:30 - მანონ ბოკუჩავა: „ოკუპირებული რეგიონების რუსულენოვანი მედიის სარედაქციო პოლიტიკა“.
13:00 - დისკუსია
14:00 - დასასრული
შეხვედრა შედგება 2 ნოემბერს, 11:00 საათზე, თსუ VI კორპუსი, #303.
« იხ. ყველა სიახლე