2018-06-28

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!


ცხადდება კონკურსი

2017-2018 სასწავლო წლის   გაზაფხულის  სემესტრში „სულხან - საბა ორბელიანის სახელობის“ და „პროფესორ ალექსანდრე რონდელის სახელობის”
 სტიპენდიის  მოსაპოვებლად

საფუძველი: თსუ-ის რექტორის 2017 წლის 14 თებერვლის N20/01-01N21/01-01 ბრძანება

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის  III - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2017-2018  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვილი აქვს მინიმუმ  30 კრედიტი და აქვს აკადემიური მოსწრება თითოეულ საგანში არანაკლებ 81 ქულისა.

შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია:  

  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა); 
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი ნებისმიერი ბანკიდან; 
  4. 2017 -2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების  ფურცელი ამობეჭდილი სტუდენტის პირადი ბარათიდან და დამოწმებული მიმართულების სპეციალისტის მიერ;
  5. 2017 -2018 სასწავლო  წლის შემოდგომის სემესტრში (2017 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 5 მარტამდე) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების  ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 
  6. 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2017 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 5 მარტამდე) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან, შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული; 
  7. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიალურად.

საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის  29 ივნისიდან - 4 ივლისი  ჩათვლით, 10:00 დან-17:00  საათამდე.

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე   – თსუ IV კორპ. ოთახი №201,  
თ. ქარსაულიძე; მ. მსხალაია 

ტელეფონი: 2 29 03 66

Print

« იხ. ყველა სიახლე