ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-06-04

„ინფო 2018“ დასრულდა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების - „ინფო 2018“ დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.  

სწავლებაში საინფორმაციო გარემოს შექმნისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტებიც იყვნენ ჩართულნი.

მონაწილეებს, სწავლების დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia
Print

« იხ. ყველა სიახლე