ბეჭდვა |/ დახურვა |
ა.წ. 10 დეკემბერს, 16:30 სთ-ზე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი გიწვევთ ცენტრის პროექტის „საერთაშორისო სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ შედეგების პრეზენტაციაზე. წარმოდგენილი იქნება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2003-2013 წლების პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შეფასება.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართება ცენტრის მიერ თსუ - ს გამომცემლობასთან თანამშრომლობით გამოცემული დენიელ ლიტლის წიგნის „ სოციალური ახსნის მრავალფეროვნება : შესავალი სოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფია “ ქართული თარგმანის პრეზენტაცია .
ცენტრის პროექტის პრეზენტაციის დასრულებისთანავე, 17:00 სთ-ზე გაიმართება პროფესორ სტივენ ჯონსის ახალი წიგნის „ საქართველო - პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ “ ქართული თარგმანის გამოცემის პრეზენტაცია-განხილვა . პროფესორი ჯონსი თავად წარადგენს წიგნს, რომლის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ: თსუ-ს რექტორი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა; ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ნილ მაკფარლეინი; საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე აშშ-ში, ბატონი გიორგი ხელაშვილი; თსუ-ს პროფესორები რევაზ გაჩეჩილაძე და ალექსანდრე რონდელი; და დოქტორი ოლივერ რაისნერი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი.
ღონისძიების თარიღი: 10 დეკემბერი, 2013 წ.
ცენტრის პროექტის შედეგების პრეზენტაცია: 16:30 სთ.
პროფ. სტივენ ჯონსის წიგნის პრეზენტაცია: 17:00 სთ.
ღონისძიების ადგილი: ჭავჭავაძის 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი #115
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური [თარგმანის გარეშე]
დამსწრე საზოგადოებას უსასყიდლოდ გადაეცემა ცენტრის მიერ გამოცემული ორივე წიგნი.